ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
(პუნქტების მოკლე აღწერა)
1. გაკვეთილის თემა
|
ოქროს კვეთა
| |
2. სწავლების საფეხური და კლასი
|
საბაზო საფეხური . VIIკლასი.
| |
3. ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლების სახელი, გვარი
|
საგნები
|
მასწავლებლების სახელი, გვარი
|
|
1.მარინა პურიჭამიაშვილი
2.თამარ დუნდუა
3.ლილი მჭედლიშვილი
| |
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
7
| |
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან კლასში.
| |
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
|
მათემატიკის მასწავლებლის:
• მოსწავლეებისათვის აზროვნების უნარის განვითარება;
• დედუქციური და ინდუქციური მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარის განვითარება;
• მათემატიკის, როგორც სამყაროს აღწერისა და მეცნიერების უნივერსალური ენის ათვისება;
• მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება;
ბუნებისმეტყველება:
· კრიტიკული ანალიზი, დასკვნების გამოტანა;
· გაზომვა;
· კომუნიკაცია;
· გაუჩნდეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
· ტრანსფერის უნარი.
ხელოვნება:
· კომუნიკაცია
| |
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
მათემატიკა- მათ. VII.2. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების სხვადასხვა ხერხით შესრულება.
მათ. VII.3. მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებათა შედეგის შეფასება.
მათ. VII.5. მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების ამოცნობა და გამოსახვა.
მათ. VII.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება.
მათ. VII.10. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად.
მათ. VII.11. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების განხორციელება და მათი გამოყენება ფიგურათა თვისებების დასადგენად.
ბუნებისტეყველება: ბუნ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
ბუნ.VII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
ხელოვნება: VII.7 -მსჯელობს ნამუშევარზე მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით.
VII.8 -აფასებს ხელოვანის ნაწარმოებს (საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით) -მსხელობს, რა გაიგო ამა თუ იმ კულტურის შესახებ მისი ხელოვნების ნიმუშების გაცნობით. VII.12 -ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს, როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას ვიზუალური ელემენტების მიხედვით VII.4 -იყენებს სხვა საგნებში მიღებულ ცოდნას ნამუშევრის სიუჟეტისთვის VII.5 -გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობასა და სამუშაო გრაფიკს, ანაწილებს ფუნქციებს, აკონტროლებს სამუშაოს მიმდინარეობას, პრობლემის შემთხვევაში ცვლის სტრატეგიას. | |
8.სწავლების სტრატეგიები:
|
საკითხის შესახებ სწავლების, ნაწილებით სწავლების, არსებული ცოდნის გახსენება, ცოდნის კონსტრუირება, მასალის შეჯამება, მონიტორინგი
| |
9. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
თანმიმდევრობა არის ჩატარებული გაკვეთილის/გაკვეთილების პროცესის თანმიმდევრული აღწერა.
ოქროს კვეთის გაკვეთილის სცენარი:
თემას დავუთმეთ 2 გაკვეთილი
ცალ-ცალკე სამივე მასწავლებელმა განვიხილეთ:
· ოქროს მონაკვეთი
· ოქროს სამკუთხედი,
· ოქროს მართკუთხედი .
I გაკვეთილი
ა)ოქროს მონაკვეთის განხილვა.
1. აქტივობა I ( მათემატიკის მასწავლებელის აქტივობა) პირველი 10წთ.
ვხსნით ამოცანას როგორ გავყოთ AB მონაკვეთი C წერტილით ისე , რომ
AB : AC=AC : BC -
ანალოგიურად მონაკვეთის დაყოფა მართკუთხედის გამოყენებით - მოსწავლეები იხსენებენ პროპორციის თვისებებს (კითხვა-პასუხი) და ხაზავენ რვეულებში მონაკვეთებს, გამოიყენება ფარგალი და სახაზავი
2. აქტივობა II (ვიზუალურ მასალებით გამოყენებითმიმდინარე აქტივობა.)ხელოვნების მასწავლებელის აქტივობა. ოქროს მონაკვეთის მოძებნა ქვემოთ მოყვანილ ნიმუშებში.10 წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დანართი (I) შიშკინის სურათი „გემის კორომები“
და აძლევს დავალებას:
![]()
1) დაასახელეთ სურათის ყველაზე კაშკაშა ნაწილი (დეტალი)
2) რა შეგიძლიათ თქვათ ამ ფიჭვის მდებარეობის შესახებ?
დანართი 2
![]() ![]()
დანართი 2
ეს შენობა აგებული იყო ქალღმერთი აფინის საპატივსაცემოდ ძველი წელთაღრიცხვის V საუკუნეში. ეს შენობა საბერძნეთის სიმბოლოა. იგი ითვლება ყველაზე სრულყოფილ შენობად (h/L = 0.618)
ვერტიკალზე შენობა იყოფება ოქროს კვეთის პრინციპით, მეათასედებამდე სიზუსტით.
ოქროს კვეთას ხშირად იყენებენ მშენებლობის დროს. მაგალითად, ცნობილია პარიზის ნოტრდამის ტაძარი.
დანართი 3
ნოტრდამის ტაძარი პარიზში.
![]() ![]()
კითხვა : დააკვიღდით და მითხარით როგორ ხედავთ თქვენ ოქროს კვეთის პრინციპების არსება ამ შენობაში?.
აქტივობა III (ვიზუალურ მასალებით გამოყენებითმიმდინარე აქტივობა ოქროს მონაკვეთის მოძებნა ქვემოთ მოყვანილ ნიმუშებში.) ბუნებისმეტყველების მასწავლებელის აქტივობა. (10წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს ვიზუალურ მასალებს და აძლევს დავალებას: შეამოწმოს ხვლიკს, კვერცხსა და ტოტში მითითებული პროპორცია
![]()
აქტივობა IV (ვიზუალურ მასალებით გამოყენებითმიმდინარე აქტივობა) ბუნებისმეტყველების და ხელოვნების მასწავლებლების აქტივობა. 10წთ
![]()
აჩვენებენ ადამიანის ფიგურას რომელში ყველა დეტალი ოქროს პროპორციებითაა შექმნილი და სთხოვენ შეამოწმონ გვხვდება თუ არა ოქროს პროპორციები მათ კლასელებში.
ბ) ოქროს სამკუთხედი
აქტივობა V. მათემატიკის მასწავლებლის აქტივობა.
ა) “ოქროს სამკუთხედის“ აგება, სამკუთხედის დაყოფა ოქროს პროპორციით. - 5 წთ.
“ოქროს ვარსკვლავის“ აგება - 4,5 წთ. (გვერდები დაყოფილია ოქროს პროპორციით)
მოსწავლეები იგივეს ხაზავენ რვეულებში, გამოიყენება ფარგალი და სახაზავი
II გაკვეთილი
აქტივობა VI. (ვიზუალურ მასალებით გამოყენებითმიმდინარე აქტივობა, ოქროს სამკუთხედის შესახებ მსჯელობა) ხელოვნების მასწავლებლის აქტივობა. 5წთ
![]()
ზედა ოქროს სამკუთხედის ბისექტრისები ყოფენ მოპირდაპირე მხა-რეებს ოქროს კვეთის პრინციპით. და თუ მიღებულ წერტილზე გავავლებთ წრფეს, მივიღებთ სურათის ოქროს ხაზს. (1 წთ)
(1,42 წთ)
ი. შიშკინი : „დილა ფიჭვნარში“
![]()
- წაქცეული ხე. აძლევს დიდი სამკუთხედის ჰიპოთენუზას , II წაქცეული ხე, რომელზეც დგას დათუნია ყოფს დიდ სამკუთხედს ორ პატარაზე. ყველაზე პატარა სამკუთხედი შეეფარდება საშუალოს, როგორც საშუალო შეეფარდება დიდს.
აქტივობა VII. (სლაიდ შოუს გამოყენებით მიმდინარე აქტივობა) ბუნებისმეტყელების მასწავებლის აქტივობა. 5 წთ
ამ სლაიდზე ჩანს ოქროს სამკუთხედი ბუნებაში :ფოთოლი, ხე, ცხოველი...
გ) ოქროს მართკუთხედი.
აქტივობა VIII. მათემატიკის მასწავლებლის აქტივობა. 14წთ
ცდა-დაკვირვება - მოსწავლეები ხაზავენ რვეულებში მართკუთხედებს, ინდივიდუალ. ზომავენ ყველა თავისი ფიგურის სიგრძე-სიგანეს, შემდეგ ვაფასებთ შედეგებს - რამდენი შეფარდება შეესაბამება ოქროს კვეთის მონაცემებს.
მასწავლ. მოიყვანა მაგალითად ექსპერიმენტი გრძელ სკამზე (უმრავლესობა თვალით აღიქვამს ოქროს პროპორცია)
“ოქროს მართკუთხედის“ აგება ( სიგრძის სიგანესთან შეფარდება ოქროს პროპორციით)
ფიბონაჩის რიცხვები, ფიბონაჩის მიმდევრობა ( ყოველი შემდეგი რიცხვი შეეფარდება წინას ოქროს კვეთის პრინციპით)
მოსწავლეები ინდივიდუალურად აფარდებენ მიმდევრობის რიცხვებს და აკვირდებიან შედეგებს.
ფიბონაჩის რიცხვებით “ოქროს მართკუთხედის“ აგება
( მაგალითისთვის გამოყენებულია 13 : 8 შეფარდება )
მასწავლ. მოიყვანა ამ პრინციპით დაყოფის მაგალითი ლიტერატურიდან
( “ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი სტროფი)
მასწავლ. მოიყვანა მაგალითი ფიბონაჩის მიმდევრობის “პირამიდის“ სახით აგება
აქტივობა IX. (ვიზუალურ მასალებით გამოყენებითმიმდინარე აქტივობა თემაზე ოქროს მართკუთხედი) ხელოვნების მასწავლებლის აქტივობა. 5წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს დანართს პართენონის გეგმა და პროპორციები
და აძლევს დავალებას: გაეცნონ ტაძრის დაპროექტების პროპორციებს.
![]()
პართენონის გეგმა და პროპორციები
აქტივობა X. (სლაიდ შოუს გამოყენებით მიმდინარე აქტივობა თემაზე ოქროს მართკუთხედი) ბუნებისმეტყველების მასწავებლის აქტივობა. 5წთ
ნასწავლი მასალის გასააზრებლად ბუნებისმეტყველების მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს წინასწარ მომზადებული სლაიდებს და განიხილავენ ერთობრლივად.
4. აქტივობა XI. მათემატიკის მასწავლებლის აქტივობა. 9წთ
“ოქროს მართკუთხედში“ სპირალის აგება ( ვიყენებთ არსებულ მართკუთხედს )
საშინაო დავალება
ფიბონაჩის რიცხვებით “ოქროს მართკუთხედის“ აგება ( 13 : 21 და 5 : 8 შეფარდებების მაგალითზე ), მათ თვისებებზე დაკვირვება, “ოქროს სამკუთხედის“ გვერდების გაზომვა და მასში ოქროს პროპორციის დადგენა.
აქტივობა XII. (ვიზუალურ მასალებით გამოყენებითმიმდინარე აქტივობა) ხელოვნების მასწავლებლის აქტივობა. 7წთ
![]() ![]()
დანართი 8.(3 წთ) განვიხილოთ რაფაელის სურათი „ჩვილების მოკვდინება“
ახლა ზუსტად ვერ ვიტყვით , ხატავდა თუ არა რაფაელი სინამდვილეში ოქროს სპირალს ან უბრალოდ გრძნობდა მას , დღემდე ვერ შენარჩუნდა ეს სურათი , მაგრამ გვაქვს მარტო რაფაელის ჩანახატები. მაგრამ გრავიორმა რაიმონდიმ ეს სპირალი დაინახა.
- შეგიძლიათ თქვათ, როგორ ჩამოდის ოქროს სპირალი გამოსახულ ფიგურაზე?
კომპოზიციის ცენტრი არის მეომრის მტევანი, რომლითაც ის იჭერს ჩვილის ფეხს. ოქროს ცპირალი ადის ქალის ფიგურაზე, შემდეგ გადადის ხიდის თაღზე, ჩამოდის მეომრის ფიგურაზე, შემდეგი წერტილია - მოკლული ჩვილი და ადის ადამიანთა ჯგუფზე.
თუ ყველაფიგურას გავაერთიანებთ, „ოქროს სპირალი“ გამოვა. ამის შემოწმება შესაძლებელია, თუ სურსათს გავყოფთ მონაკვეთებად ან კვადრატებად. სურათში მაინც სუფევს ფარმონია და დინამიკას შეეხამება.
დინამიკა იქმნება სპირალის გრიგალით.
2 წთ: საშინაო დავალება : დააკვირდით დანართს 6. აღწერეთ სურათი მოცემული სქემის მიხედვით. სახატავ ალბომში დახატეთ ძველი ბერძნული ამფორა „ოქროს კვეთის“ პრინციპის მიხედვით.
აქტივობა XIII. (სლაიდ შოუს გამოყენებით მიმდინარე აქტივობა თემაზე ფიბონაჩის რიცხვები და ოქროს მართკუთხედი) ბუნებისმეტყველების მასწავებლის აქტივობა. 5წთ
ბუნებიდან მაგალითები ფიბონაჩის და “ოქროს მართკუთხედში“ სპირალის არსებობის შესახებ.
3 წთ : შედეგები :
1. ოქროს კვეთას რა მნიშვნელობა აქვს ხელოვნებაში?
2. საიდან წარმოიშვა ოქროს კვეთის ცნება?
3. ცხოვრებაში სად გვხვდება ოქროს კვეთისა და ოქროს მართ-
კუთხედის პრინციპები?
4. რა ეფექტს აძლევს ოქროს კვეთის პრინციპები ხელოვნებაში?
5. რა დაგამახსოვრდათ გაკვეთილიდან?
გაკვეთილი ავტვირთე ჩემს ბლოგზე.
| |
10. შეფასება
|
შეფასების სქემა: განმავითარებელი, განმსაზღვრელი,
ინდივიდუალური, ჯგუფური
| |
11. საკლასო მენეჯმენტი
საგანმანათლებლო რესურსები
|
ტექნიკა და ინსტრუმენტები - დაფა, ფარგალი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი
| |
ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)
ინტერნეტი, სახელმძღვანელო, შალვა ამირანაშვილი: ,,ქართული ხელოვნების ისტორია“,
| ||
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები
|
კრიტერიუმები
|
1–3
|
4–5
|
6–7
|
8–10
|
მოსწავლე მსჯელობს ოქროს პროპორციის შესახებ და მონაკვეთს ოქროს პროპორციად ყოფს.
|
მოსწავლე ვერ ასრულებს დავალებებს
|
ასრულებს და ელემენტარულ დონეზე აკმაყოფილებს დავალებების მოთხოვნათა უმეტეს ნაწილს
|
ძირითადად ასრულებს მიცემულ დავალებებს
|
თავისუფლად ასრულებს მიცემულ დავალებებს . დავალებებს.
|
მოსწავლე იკვლევს ოქროს მონაკვეთს ბუნებასა და ხელოვნებაში.
|
მოსწავლე არასწორად იკვლევს ბუნებასა და ხელოვნებაში ოქროს მონაკვეთს.
|
მოსწავლე ნაწილობრივ ამოიცნობს ხელოვნებასა და ბუნებაში ოქროს მონაკვეთს
|
მოსწავლე სწორად ასახელებს ოქროს მონაკვეთს ხელოვნებასა და ბუნებაში.
|
ამყარებს კავშირს და იყენებს ამ კავშირს როგორც პრობლემის გადაჭრისას ისე მიღებული შედეგების გასაანალიზებლად.
|
მოსწავლე იხილავს ოქროს პროპორციის შეფარდებებს ოქროს სამკუთხედის მაგალითზე
|
მოსწავლე ვერ ასრულებს დავალებებს
|
ასრულებს და ელემენტარულ დონეზე აკმაყოფილებს დავალებების მოთხოვნათა უმეტეს ნაწილს
|
ძირითადად ასრულებს მიცემულ დავალებებს
|
თავისუფლად ასრულებს მიცემულ დავალებებს . დავალებებს.
|
მოსწავლე იკვლევს ოქროს სამკუთხედსა და ამოიცნობს მას ბუნებასა და ხელოვნებაში.
|
მოსწავლე არასწორად იკვლევს ბუნებასა და ხელოვნებაში ოქროს სამკუთხედს
|
მოსწავლე ნაწილობრივ ამოიცნობს ხელოვნების ნაწარმოებსა და ბუნებაში ოქროს სამკუთხედს
|
მოსწავლე სწორად ამოიცნობს ოქროს სამკუთხედს ხელოვნებასა და ბუნების ნიმუშებში
|
ამყარებს კავშირს და იყენებს ამ კავშირს როგორც პრობლემის გადაჭრისას ისე მიღებული შედეგების გასაანალიზებლად.
|
მოსწავლე იხილავს ოქროს პროპორციის შეფარდებებს ოქროს მართკუთხედის მაგალითზე
|
მოსწავლე ვერ ასრულებს დავალებებს
|
ასრულებს და ელემენტარულ დონეზე აკმაყოფილებს დავალებების მოთხოვნათა უმეტეს ნაწილს
|
ძირითადად ასრულებს მიცემულ დავალებებს
|
თავისუფლად ასრულებს მიცემულ დავალებებს . დავალებებს.
|
მოსწავლე იკვლევს ოქროს მართკუთხედსა და ამოიცნობს მას ბუნებასა და ხელოვნებაში.
|
მოსწავლე არასწორად იკვლევს ბუნებასა და ხელოვნებაში ოქროს მონაკვეთს.
|
მოსწავლე ნაწილობრივ ამოიცნობს ხელოვნების ნაწარმოებსა და ბუნებაში ოქროს სამკუთხედს.
|
მოსწავლე სწორად ამოიცნობს ოქროს სამკუთხედს ხელოვნებასა და ბუნების ნიმუშებში
|
ამყარებს კავშირს და იყენებს ამ კავშირს როგორც პრობლემის გადაჭრისას ისე მიღებული შედეგების გასაანალიზებლად.
|
მუშაობს ჯგუფში, ეხმარება ჯგუფს და შეაქვს თავისი წვლილი.
|
არ არის ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
ნაწილობრივადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
სრულყოფილადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
მთელი გაკვეთილი ჩართულია და პასუხობს სწორად და ეხმარება ჯგუთს.
|
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/is--KyzAkqM" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
No comments:
Post a Comment