სასწავლო რესურსის რეფლექსია
სკოლა:
დეა
კლასი:
X
სასწავლო
რესურსის ავტორი პედაგოგი: მარინა პურიჭამიაშვილი
თემა:
“სიმეტრია, გეომეტრიული გარდაქმნების კომპოზიცია“
ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსის თემაა
“სიმეტრია, გეომეტრიული გარდაქმნების კომპოზიცია“. აღნიშნული რესურსი შექმნილია ესგ-ს
მე-10 კლასის სასწავლო სტანდარტის შესაბამისად.
ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო
რესურსის მიზანია გეომეტრიული გარდაქმნების (ღერძული და
ცენტრული სიმეტრია) და კომპოზიციების
შესრულებისა და გამოსახვისათვის კოორდინატების გამოყენების უნარის განვითარება. აღნიშნული
რესურსის საშუალებით მოსწავლეების
ძირითადი
ყურადღება გავამახვილე სხვადასხვა სახის სიმეტრიების გამოყენებაზე, სავალდებულო
სასწავლო კურსის მიხედვით; ხოლო პარალელური გადატანა და მობრუნება მოვიყვანე
გეომეტრიული გარდაქმნების მრავალფეროვნების მაგალითად.
აღნიშნული სასწავლო რესურსის გამოყენება
დაეხმარება მოსწავლეებს სასწავლო თემატიკიდან გამომდინარე მასალის შესწავლასა და
ვიზუალურად უკეთ აღქმაში ბარათების, მაგალითების საშუალებით. ამ მხრივ შეძენილი
ცოდნა გაუადვილებს მიოსწავლეებს შემდგომი სასწავლო აქტივობების ორგანიზებას. გარდა
ამისა, რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოსა და მიმზიდველს
ხდის.
რესურსის გამოყენებისას
კლასში ორგანიზების ორივე ფორმა გამოვიყენე: ინდივიდუალური და ჯგუფური. ორგანიზაციის ჯგუფური
ფორმა გამოვიყენე, როდესაც მაგ. ვთხოვე ერთ
ჯგუფს დაეფიქსირებინა განსხვავება ღერძულ და ცენტრულ სიმეტრიებს შორის, ხოლო მეორეს
განსხვავება საკოორდინატო ღერძების და სათავის მიმართ სიმეტრიების შორის; ინდივიდუალურად კი განიხილეს
პარალელური გადატანის და მობრუნების მაგალითები.
მოცემული სასწავლო რესურსი შექმნილია მოსწავლეთა
ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე,
შედგენილია მათთვის გასაგებ და ადვილად აღსაქმელ ენაზე; შესრულებულია WORD-ში და EXCEL-ში ბარათების სახით, შეიძლება
ამოიბეჭდოს ყოველ გამოყენებაზე, რაც იძლევა მის მრავალჯერადი გამოყენების საშუალებას.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იგი გამოადგება 11 კლასელებსაც გეომეტრიული გარდაქმნების
ათვისებაში. მოცემული თვალსაჩინო მასალა დაეხმარება მათ უკეთ გაიაზრონ თითოეული კომპოზიციის
თავისებურება, თვისებები, დაინახონ განსხვავება მათ შორის.
დღევანდელი სასწავლო გარემოსა
და მოსწავლეთა დაინტერესებიდან გამომდინარე სასწავლო რესურსი შეესაბამება სწავლების
არსებულ მოთხოვნებს.
სასწავლო რესურსის
გამოყენების ხარისხი
( მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა )
სკოლა:
დეა
კლასი:
IX
თემა: წრფივი, კვადრატული და სხვადასხვა სახის ფუნქციები
საგანი: მათემატიკა.
გაკვეთილისდაგეგმვასადაჩატარებაშიმონაწილეპედაგოგი: მარინა პურიჭამიაშვილი.
მოსწავლეების უმრავლესობა არის საშუალო
დონის. გაკვეთილის თემა იყო საინტერესო.
გაკვეთილის მიზანიიყო მოსწავლეებისთვის გამეხსენებინა
ფუნქცია, როგორც ცნება და მისი გამოყენება, სხვადასხვა სახის ფუნქციების
თვისებები, მათი აგებულება. ძირითადი ყურადღება გავამახვილე კვადრატულ ფუნქციებზე,
სავალდებულო სასწავლო კურსის მიხედვით; წრფივი ფუნქციების და მათი გრაფიკების
საშუალებით შევახსენე მოსწავლეებს უკვე გავლილი მასალა, ეს დაეხმარა მათ ახალი
საკითხის უკეთ ათვისებაში, ხოლო მაჩვენებლიანი და სხვა ფუნქციები მოვიყვანე
ფუნქციათა მრავალფეროვნების მაგალითად. ეს იყო დიდი
მასალა. ვეცადე შესატყვისად გადამეცა დაშემემოწმებინა რამდენად გასაგები იყო მიწოდებული ინფორმაცია.შედეგზე
გასასვლელად დიდი როლი ითამაშა ვიზუალურმამხარემ.
კლასში ორგანიზების ორივე ფორმა გამოვიყენე: ინდივიდუალური და ჯგუფური.
ორგანიზაციის ჯგუფური ფორმა გამოვიყენე, როდესაც მაგ. ვთხოვე ერთ ჯგუფს დაეფიქსირებინა განსხვავება
წრფივ და წრფივ მოდულიან ფუნქციას შორის, ხოლო მეორეს განსხვავება კვადრატულ ფუნქციებს
შორის მათი პირველი კოეფიციენტის ნიშნის მიხედვით. მოსწავლეთა ინტერესი აგრეთვე გამოიწვია
ფესვიანი, ტრიგონომეტრიული და ა.შ. ფუნქციათა გრაფიკებმა. მათ განუმარტე, რომ მომდევნო
წლებში მაღალ კლასებში მათ ექნებათ შეხება ამ ფუნქციებთან, უკეთ გაეცნობიან და შეისწავლიან
მათ თვისებებს.
გაკვეთილი საინტერესო გამოდგა. შემაჯამებელმა შეკითხვებმა
კი დამიდასტურა შედეგზე გასვლა.
მოცემული რესურსი შესრულებულია WORD-ში სამი პლაკატის სახით,
ამობეჭდილია მუყაოს ფურცლებზე, რაც იძლევა მის მრავალჯერადი გამოყენების საშუალებას.
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იგი გამოადგება 10, 11, 12 კლასელებსაც ტრიგონომ.,
მაჩვენებ., ლოგარით. ფუნქციების ათვისებაში. მოცემული თვალსაჩინო მასალა დაეხმარება
მათ უკეთ გაიაზრონ თითოეული ფუნქციის თავისებურება, თვისებები, დაინახონ განსხვავება
მათ შორის.
No comments:
Post a Comment